Saturday, June 30, 2018

მე-7 დღე

  ამ ტრენინგზე გავეცანით, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე  საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისთვის, ჩვენს პროექტზე მუშაობისას.           შევიმუშავეთ შეფასების გეგმა და გამოვიყენე ჩემი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად.
 გავაკეთე; დღიურის შაბლონი.
                    პრეზენტაციის ჩეკლისტი.
                    პროექტის რუბრიკა.
                    საინფორმაციო ბიულეტინი.
                    ვენის დიაგრამა.
                    T დიაგრამა.

Sunday, June 24, 2018

მე-6 დღე

ტრენინგის მე-6 დღეს სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ ცოდნის გრაფა, დიფერენცირებული სწავლება და სასწავლო პროექტისტვის საჭირო რესურსების გრაფები.შემდეგ გავაკეთეთ პრეზენტაცია სლაიდების სახით.

Saturday, June 23, 2018

ტრენინგის მე-5 დღე

   გავეცანით პორტფელიოს შეფასების რუბრიკას და ასევე ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობაზე. შევავსეთ ბუკლეტის შაბლონი. შევინახეთ ფოტოები და პროექტზე გამოყენებული ვიდეო მასალა. ჩავწერეთ შესაბამისი ინფორმაცია გამოყენებული ლიტერატურის მარტივ ფორმატში.(ჩავწერეთ გამოყენებული ფოტო-ვიდეოს საიტები და ლინკები).

Sunday, June 17, 2018

მე-4 დღე.

ტრენინგზე ვისაუბრეთ პროექტის მიზნებსა დსა შედეგებზე; ბუკლეტის დანიშნულებაზე და შევქმენით ბულკეტი ჩვენი პროექტის თემის მიხედვით.

Saturday, June 16, 2018

ტრენინგის მე-3 დღე

დღეს განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვები; ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი. წამოვწერეთ ეს კითხვები და შევიტანეთ პროექტის გეგმის შაბლონშნი.

Monday, June 11, 2018

მეორე დღე

ტრენინგზე ერთმანეთს გავუზიარეთ წინასწარ დაგეგმილი პროექტის მოკლე მონახაზი და შემდეგ  გადავიტანეთ პროექტის გეგმის შაბლონში.

Saturday, June 9, 2018

ინტელი სოფო

ტრენინგის პირველ დღეს გავეცანი მოდულის გზამკვლევს. ვისაუბრეთ რა განსხვავებაა გაკვეთილის გეგმასა და პროექტს შორის; ვნახეთ პროექტის შაბლონი; განვიხილეთ ბლოგი და ხვალისთვის გასაკეთებელი გვაქვს პროექტის მოკლე მონახაზი: პროექტის თემა, მიზანი, რესურსები და დროის ხანგრძლივობა.