- პროექტის სახელწოდება: ქუთაისი იმერეთის ულამაზესი ქალაქი।
- პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან იმერეთის, კერძოდ ქუთაისის ისტორიას და კულტურას. მოაწყობენ ექსკურსიებს ამ მხარეში და მოინახულებენ ღირსესანიშნავ ადგილებს.
- პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან ამ უძველესი ქალაქის ისტორიას, გეოგრაფიულ მდებარეობას, მის არქიტექტურას, ლეგენდებსა და თქმულებებს ქალაქის შესახებ, კულტურას, გაეცნობიან იმერულ ტრადიციებს, სტუმარ–მასპინძლობას, იუმორს, რაც გამორჩეულია მთელს საქართველოში.მოიძიებენ მასალებს ხელოვნებიდან, ლიტერატურიდან, ფოლკლორიდან. პროექტზე მუშაობისას მოახდენენ სხვადასხვა კვლევა–ძიებას,მოაწყობენ ექსკურსიებს ქუთაისსა და მის ახლო მდებარე ისტორიულ ადგილებში: გელათში, მოწამეთაში, სათაფლიაზე.ამით ისინი უფრო ღრმად შეისწავლიან ქალაქის ისტორიას, გადაიღებენ ფოტო–სურათებს, ვიდეო მასალებს, გააკეთებენ ჩანახატებს და ჩანაწერებს.მოინახულებენ ქუთაისის კოლორიტებს, აიღებენ მათგან ინტერვიუს.დაწერენ მეცნიერულ სტატიებს.პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები და მასწავლებლები.
- მონაწილეთა ასაკი/ 13–16წელი।
- ვადები/ხანგრძლივობა:३ თვე
- პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ქალაქ ქუთაისის ისტორიის, კულტურის,ტრადიციების,მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება, სლაიდების მომზადება, მოსწავლეების ნახატებისა და ფოტოების გამოფენა।
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი ამ პროექტის შესახებ, ვებ–გალერეა, სადაც განთავსდება მოსწავლეთა ნამუშევრები।
- სამუშაო ენა:ქართული
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა, ხელოვნება.გამოუმუშავდებათ უნარ_ჩვევები ინორმაციების მოსაპოვებლად.ინფორმაცციებს მოიძიებენ ინტერნეტიდან, შეძლებენ პრეზენტაციის მოწყობას, შექმნიან ვებ–გვერდს।
- პროექტის ავტორი:სოფო იობიძე
- ავტორის ელ–ფოსტა: Soof74@gmail.com
Saturday, May 1, 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment